среда, 9 апреля 2014 г.

აფორიზმები და შეგონებანი



აფორიზმები და  შეგონებანი

რუსთაველისვეფხისტყაოსნისაფორიზმებში გახმიანებულ მრავალსაუკუნოვან სიბრძნეს დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა და აქტუალობა. ის კვლავაც გვასწავლის მეგობრობას, ქვეყნისა და მოყვასის სიყვარულს, ერთგულებას... იმ მარადიულ ფასეულობებს, რომელთა გარეშეც ცხოვრება აზრს კარგავს.
       წავიკითხოთ, შევიმეცნოთ, გავითავისოთ!

 

მხატვარი ირაკლი თოიძე

mxatvari irakli ToiZe


Ø      ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!“

Ø      გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი.“

Ø      უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა, მით ოხერია.“

Ø      იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია.“

Ø      ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.“

Ø      სიმძიმილთა ერდო დახაშ, სიხარულთა კარი აღი.“

Ø      მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები.“

Ø      არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა.“

Ø      აწყა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია.“

Ø      ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა.“

Ø      უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.“

Ø      ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.“

Ø      რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცდების.“

Ø      ცუდთა კაცთა საუბარი კაცთა მეტად დააჭუნვებს.“

Ø      არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა.“

Ø      ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.“

Ø      კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების.“

Ø      აწ იგი იქმნას, რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა.“

Ø      არ დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა.“

Ø      თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები.“

Ø      მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია.“

Ø      სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა.“

Ø      ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება.“

Ø      კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ, ავად.“

Ø      საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულმოკლულად.“

Ø      გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.“

Ø      კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად.“

Ø      გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.“

Ø      ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში.“

Ø      ხამს გასრულება მოყვრისა სიყვარულისა მტკიცისა.“

Ø      ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა.“

Ø      არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების.“

Ø      დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია.“

Ø      გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია.“6

Ø      რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.“

Ø      უხვად გავსცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია.“

Ø      საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.“

Ø      თავსა ჩემსა გაგებული იქმნას, რაცა ღმერთსა უნდეს.“

Ø      სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი.“

Ø      ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს, საქმესა გაძნელებულსა.“

Ø      ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.“

Ø      მართლად იტყვის მოციქული: შიში შეიქმს სიყვარულსა.“

Ø      ბრძენთა უთქვამთ სიყვარული, ბოლოდ მისი არ-წახდომა.“

Ø      ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე.“

Ø      ხამს, მამაცი გულოვნობდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს.“

Ø      უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მემბნენ ხმელთა სპანი.“

Ø      გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმრიდეს.“

Ø      ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად.“

Ø      განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქმნელი არ იქმნების.“

Ø      მაგრა თქმულა კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების.“

Ø      მაგრა, თვით იცით, ხელმწიფე ხამს მქმნელი სამართალისა.“

Ø      ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს.“

Ø      სცთების და სცთების სიკვდილსა, ვინ არ მოელის წამისად.“

Ø      არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა.“

Ø      ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.“

Ø      ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.“

Ø      ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.“

Ø      ვთქვი, თუ ღმერთსა ვერას ვჰკადრებ, რაცა სწადდეს, აგრე ვყოცა.“


mxatvari irakli ToiZe


ესე ასეთი სოფელი არ ვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!“

რადგან თავია სიცრუე ყოვლისა უბადობისა,
მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა.“

იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;
ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.“

ბინდისფერია სოფელი ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების.“

რაცა თქვენთვის არ ვარგიყოს საჭურჭლესა დასადებლად,
მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად.“

არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების.“

კაცი ჯაბანი რითა სჯობს დიაცსა ქლისა მბეჭველსა?
სჯობს სახელისა მოხვეშა ყოველსა მოსახვეჭელსა!“

განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი;
მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი.“

ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან ყოველი გასწორდეს, სუსტუ და ძალ-გულოვანი.“

ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად.“

ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს,
არსით აჩნდეს არასადა იფერებდეს,
მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.“

კვლა გულსა ეტყვის: დათმობა ჰგვანდეს სიბრძნისა წყაროთა.
არ დავთმოთ, რა ვქმნათ, სევდასა, მითხარ, რა მოუგვაროთა?
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა.“

მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამადიდად შესარგი დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია; რაც არა დაკარგულია!“

mxatvari irakli ToiZe
 
მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;
მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნუვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?“

არას გარგებს სიმძიმილი უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება, ჭირთა თმენა,
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.“

ვა საწუთროო, სიცრუით თავი სატანას ადარე!
შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე;
პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე?
მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჩანს ყოვლი სად არე.“

მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრა უმუხთლონ ბოლოდ ვერ მოურჩებიან;
ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან.
ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნიშე-ღარჩებიან.“

ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ებით.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა, შესდის და გაედინების.“

ვა სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა!
ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა შენებრ ტირსა!
სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა?!
მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.“

კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!
არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!
დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი,
ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.“

`vefxistyaosnis~ uZvelesi xelnaweri